Harmony Biosciences-ის ქუქი-ფაილების შეტყობინება
ბოლო განახლება: 28/03/2025
ქუქი-ფაილების შეტყობინება
ქუქი-ფაილების წინამდებარე შეტყობინება აღწერს Harmony-ს მიერ ინფორმაციის შეგროვებისთვის ქუქი-ფაილების, ასევე, ჩვენს ვებსაიტებზე (თითოეული „საიტი“) არსებული ტრეკინგის სხვა ტექნოლოგიების (როგორიცაა პიქსელები, ვებ შუქურები, ჩაშენებული სკრიპტები და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ნაკრები (SDK)) გამოყენებას და მათთან დაკავშირებულ პრაქტიკას.
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე ქუქი-ფაილების შეტყობინება, რადგან ის აღწერს თქვენს უფლებებს, პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებს. საიტზე შესვლით ან მისი გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ამ ქუქი-ფაილების შესახებ შეტყობინების პირობებს, ასევე, Harmony-ის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის შეტყობინებას.
გთხოვთ, დააწკაპუნოთ ქუქი-ფაილების მართვის ინსტრუმენტზე (ზოგჯერ გამოჩნდება, როგორც ბმული „თქვენი კონფიდენციალურობის არჩევანი“) თითოეული საიტის ქვედა ნაწილში, რათა დააყენოთ თქვენი ქუქი-ფაილების პარამეტრები და უარი თქვათ ჩვენი საიტის მიერ არაარსებითი ქუქი-ფაილების, პიქსელების და თეგების გამოყენებაზე მიზნობრივი რეკლამირების, მარკეტინგის, ანალიტიკის და მსგავსი მიზნებისთვის.
რა არის ქუქი-ფაილები?
ქუქი-ფაილები და მსგავსი ტრეკინგის ტექნოლოგიების საშუალებით გროვდება ინფორმაცია თქვენი ბრაუზერიდან ან ისეთი მოწყობილობიდან, როგორიცაა თქვენი კომპიუტერი, პლანშეტი ან ტელეფონი. ისინი ფართოდ გამოიყენება ვებსაიტების უფრო ეფექტურად მუშაობისთვის, თქვენი წინა ვიზიტების შესახებ ინფორმაციის დამახსოვრების, შესრულებისა და ურთიერთქმედების ანგარიშების შედგენისთვის, ჩვენს საიტზე გარკვეული ფუნქციების უზრუნველსაყოფად და თქვენთვის პერსონალიზებული რეკლამების გამოსაგზავნად. ქუქი-ფაილების შესახებ მეტი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ საიტზე: www.allaboutcookies.org.
Harmony Biosciences არის ვებსაიტის მფლობელი და ვებსაიტის მფლობელის მიერ დაყენებულ ქუქი-ფაილებს „პირველი მხარის ქუქი-ფაილები“ ეწოდება. ვებსაიტის მფლობელის გარდა სხვა მხარეების მიერ დაყენებულ ქუქი-ფაილებს „მესამე მხარის ქუქი-ფაილები“ ეწოდება.
ქუქი-ფაილები ხშირად კლასიფიცირდება ფუნქციის მიხედვით. ჩვენ ვიყენებთ ოთხი ტიპის ქუქი-ფაილს ჩვენი საიტების სხვადასხვა ფუნქციისთვის:
სახელი |
აღწერა/ მაგალითები |
აუცილებელი/ არსებითი ქუქი-ფაილები | ესენია ქუქი-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის ან ინდივიდუალური მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი სერვისების უზრუნველსაყოფად. მაგალითად, ეს ქუქი-ფაილები აუცილებელია ჩვენი საიტების ისე ფუნქციონირებისთვის, რომ თქვენ შეძლოთ მათზე წვდომა თქვენთვის სასურველი გზით. ეს ქუქი-ფაილები საშუალებას გვაძლევს ამოვიცნოთ, რომ თქვენ შექმენით ანგარიში და გაიარეთ ავტორიზაცია ამ ანგარიშში საიტებზე წვდომისთვის. ისინი ასევე მოიცავს ქუქი-ფაილებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, დავიმახსოვროთ თქვენი წინა ქმედებები ერთი დათვალიერების სესიის განმავლობაში. |
ანალიტიკური/ ეფექტურობის ქუქი-ფაილები | ეს ქუქი-ფაილები აგროვებენ ინფორმაციას და სტატისტიკას იმის შესახებ, თუ როგორ იყენებენ ადამიანები საიტებს (მაგალითად, რომელ ვებსაიტებს ან საიტების სხვა ნაწილებს სტუმრობენ ვიზიტორები ყველაზე ხშირად). ეს ქუქი-ფაილები გამოიყენება საიტების მუშაობის გასაუმჯობესებლად. |
ფუნქციური ქუქი-ფაილები | ეს ქუქი-ფაილები საშუალებას აძლევს საიტებს დაიმახსოვრონ მომხმარებლების მიერ გაკეთებული არჩევანი და უზრუნველყონ გაუმჯობესებული, პერსონალიზებული ფუნქციების მიწოდება. მაგალითად, ჩვენს საიტებზე, ეს ქუქი-ფაილები იმახსოვრებენ მომხმარებლების ენის პარამეტრებს. |
მიზნობრივი/სარეკლამო ქუქი-ფაილები | ეს ქუქი-ფაილები გამოიყენება საიტების კონკრეტული მომხმარებლისთვის შესაბამისი რეკლამის მიწოდებისთვის. ისინი იმახსოვრებენ, რომ მომხმარებელი ეწვია საიტს და ამ ინფორმაციას სხვა ორგანიზაციებს, მაგალითად, სარეკლამო პროვაიდერებს, გადასცემენ. |
ქუქი-ფაილების კატეგორიზაცია ასევე შესაძლებელია თქვენს მოწყობილობაზე მათი შენახვის ხანგრძლივობისა და იმის მიხედვით, თუ რომელმა პირმა განათავსა ისინი. საიტებზე ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილების ოთხ ფართო კატეგორიას:
სახელი | აღწერა/ მაგალითები |
მუდმივი ქუქი-ფაილები | მუდმივი ქუქი-ფაილები თქვენს მოწყობილობაზე რჩება მანამ, სანამ ისინი ხელით ან ავტომატურად არ წაიშლება. |
სესიის ქუქი-ფაილები | სესიის ქუქი-ფაილები თქვენს მოწყობილობაზე რჩება ბრაუზერის დახურვამდე, რის შემდეგაც ისინი ავტომატურად იშლება. |
პირველი მხარის ქუქი-ფაილები | ეს ქუქი-ფაილები განთავსებულია ვებსაიტის ან სერვისის მმართველი მხარის მიერ. მაგალითად, ყველა ქუქი-ფაილი, რომელსაც ჩვენი საიტებიდან თქვენს კომპიუტერზე ვათავსებთ, პირველი მხარის ქუქი-ფაილია. |
მესამე მხარის ქუქი-ფაილები | ეს ქუქი-ფაილები საიტზე ან სერვისზე თავსდება საიტის ან სერვისის მფლობელის ან ოპერატორის გარდა სხვა მხარის მიერ. |
Google Analytics
ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს Google Analytics-ისა და Adobe Analytics-ის გამოყენებით, რომლებიც იყენებენ ქუქი-ფაილებს და ტექნოლოგიებს ონლაინ სერვისების გამოყენების შესახებ მონაცემების შესაგროვებლად და გასაანალიზებლად. ეს სერვისები ასევე აგროვებენ მონაცემებს სხვა ვებსაიტების, აპლიკაციებისა და ონლაინ რესურსების თქვენ მიერ გამოყენების შესახებ. Google-ის პრაქტიკის შესახებ მეტის შესატყობად ეწვიეთ ბმულს: www.google.com/policies/privacy/partners/ და ქუქი-ფაილების გამოყენებაზე უარი თქვით ბრაუზერის Google Analytics-ის დანამატის ჩამოტვირთვით, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე: https://tools.google.com/dlpage/gaoptout. Adobe-ს შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება და უარის თქმა შეგიძლიათ ბმულზე: http://www.adobe.com/privacy/opt-out.html.
მიზნობრივი რეკლამა
აშშ-ის ზოგიერთი შტატის კანონმდებლობის თანახმად, თქვენ გაქვთ უფლება უარი თქვათ თქვენი პერსონალური ინფორმაციის მიზნობრივი რეკლამირების მიზნით გამოყენებაზე. Harmony-მ შეიძლება გამოიყენოს ჩვენს საიტზე განთავსებული მესამე მხარის ანალიტიკური და მიზნობრივი რეკლამირების ფუნქციები და მსგავსი ვებ ინსტრუმენტები, რომლებიც მოწოდებულია ჩვენი მარკეტინგული პარტნიორების მიერ. ასეთ ვითარებაში თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმის მიზნით, გთხოვთ, დააწკაპუნოთ საიტის ქვედა ნაწილში არსებულ ქუქი-ფაილების მართვის ინსტრუმენტზე (ზოგჯერ გამოჩნდება, როგორც ბმული „თქვენი კონფიდენციალურობის არჩევანი“) თქვენი ქუქი-ფაილების პარამეტრების დასაყენებლად.
კალიფორნიის შტატში უარის თქმის უფლებები/არ გააზიაროთ ჩემი პერსონალური ინფორმაცია. 2018 წლის კალიფორნიის მომხმარებელთა კონფიდენციალურობის შესახებ კანონის (CCPA) თანახმად, რომელშიც შესწორება შეტანილია 2020 წლის კალიფორნიის კონფიდენციალურობის უფლებების შესახებ კანონით, კალიფორნიის მაცხოვრებლებს უფლება აქვთ უარი თქვან თქვენი პერსონალური ინფორმაციის „გაზიარებაზე“. Harmony-მ შეიძლება გამოიყენოს ჩვენს საიტზე განთავსებული მესამე მხარის ანალიტიკური და მიზნობრივი რეკლამის ფუნქციები და ჩვენი მარკეტინგული პარტნიორების მიერ მოწოდებული მსგავსი ვებ ინსტრუმენტები, და ასეთი ფუნქციები, ინსტრუმენტები და მარკეტინგული ურთიერთობები გულისხმობს თქვენი პერსონალური ინფორმაციის მესამე მხარეებისთვის გამჟღავნებას და შეიძლება წარმოადგენდეს თქვენი პერსონალური ინფორმაციის „გაზიარებას“ CCPA-ს მიზნებისთვის. ასეთ ვითარებაში თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმის მიზნით, გთხოვთ, დააწკაპუნოთ საიტის ქვედა ნაწილში არსებულ ქუქი-ფაილების მართვის ინსტრუმენტზე (რომელიც ზოგჯერ გამოჩნდება, როგორც ბმული „თქვენი კონფიდენციალურობის არჩევანი“ ან „ქუქი-ფაილების პარამეტრები“) თქვენი ქუქი-ფაილების პარამეტრების დასაყენებლად. თქვენ ან თქვენს უფლებამოსილ წარმომადგენელს ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემული განყოფილების „კონტაქტი“ შესაბამისად.
როგორ შემიძლია ქუქი-ფაილების კონტროლი ან წაშლა?
ქუქი-ფაილების მართვა ქუქი-ფაილების ბანერის გამოყენებით:
თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი თანხმობა ჩვენი ქუქი-ფაილების მართვის ინსტრუმენტის გამოყენებით (რომელიც ზოგჯერ გამოჩნდება როგორც ბმული „თქვენი კონფიდენციალურობის არჩევანი“ ან „ქუქი-ფაილების პარამეტრები“) საიტის ქვედა კოლონტიტულში და თქვენი პრეფერენციების დადასტურებით.
ქუქი-ფაილების კონტროლი ბრაუზერის საშუალებით:
ბრაუზერების უმეტესობა საშუალებას გაძლევთ მართოთ ქუქი-ფაილები თქვენი ბრაუზერის პარამეტრების მეშვეობით. შეგიძლიათ წაშალოთ/გამორთოთ ქუქი-ფაილები ინდივიდუალურად ან დაბლოკოთ ისინი. თუ ყველა ქუქი-ფაილს წაშლით, თქვენი პარამეტრები დაიკარგება.
შეიტყვეთ მეტი, თუ როგორ მართოთ ქუქი-ფაილები პოპულარულ ბრაუზერებში:
როგორ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ
მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი:
Harmony Biosciences
630 W. Germantown Pike, Suite 215
Plymouth Meeting, PA 19462
ამერიკის შეერთებული შტატები.
თუ რაიმე შეკითხვა გექნებათ ან გსურთ საჩივრის წარდგენა პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: privacy@harmonybiosciences.com.
ასევე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერს (DPO) ან ჩვენს წარმომადგენლებს ევროკავშირში (EU) ან გაერთიანებულ სამეფოში (UK) ელ.ფოსტის მისამართზე: dpo@harmonybiosciences.com ან ფოსტით შემდეგ მისამართებზე:
მონაცემთა დაცვის ოფიცერი
Harmony Biosciences
ადრესატი: მონაცემთა დაცვის ოფიცერი
630 W. Germantown Pike, Suite 215
Plymouth Meeting, PA 19462
ამერიკის შეერთებული შტატები
ევროკავშირის წარმომადგენელი
BDO AUDIBERIA ABOGADOS Y ASESORES TRIBUTARIOS, S.L.P.
ადრესატი: Harmony Biosciences-ის მონაცემთა დაცვის წარმომადგენელი
C/San Elies, 29-35 5ª Planta, Esc. B
ბარსელონა, ესპანეთი
08006
გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელი
BDO LLP
ადრესატი: Harmony Biosciences-ის მონაცემთა დაცვის წარმომადგენელი
55 Baker Street
London W1U 7EU
გაერთიანებული სამეფო
ჩვენი ქუქი-ფაილების შეტყობინების ცვლილებები
ჩვენ შესაძლოა დროდადრო განვაახლოთ ჩვენი ქუქი-ფაილების შესახებ შეტყობინება საჭიროებისამებრ, რათა ის ასახავდეს ჩვენს მიმდინარე სერვისებს, პოლიტიკასა და პრაქტიკას. განახლებულ შეტყობინებას ამ გვერდზე გამოვაქვეყნებთ თქვენი მითითებისთვის. ნებისმიერი ცვლილება ძალაში შევა შესწორებული ქუქი-ფაილების შეტყობინების გამოქვეყნებისთანავე. წინამდებარე ქუქი-ფაილების შესახებ შეტყობინების ბოლო განახლების თარიღია ზემოთ მითითებული ძალაში შესვლის თარიღში. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევცვალოთ ამ ქუქი-ფაილების შესახებ შეტყობინების პირობები საიტზე ცვლილებების გამოქვეყნებით. პერიოდულად ვალდებული ხართ გადახედოთ ამ ქუქი-ფაილების შეტყობინებას ცვლილებების შესამოწმებლად.